20:55 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 17:48:06, 662 ნახვა

საზოგადოება
​იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 14 პროექტს, ჯამში, 257 919 ლარით დააფინანსებს. კონკურსის გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და კერძო პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თქმით, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა.

საგრანტო პროექტები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებებით იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის 30 ივლისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა 42-მა ორგანიზაციამ და კერძო პირმა მიიღო.

საგრანტო კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდაა. გამარჯვებული პროექტებით განხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები და აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას.

სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics