21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 09:17:52, 1228 ნახვა

მსოფლიო
პუტინის პოვარის სამხედრო კომპანია ვაგნერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ და მასთან დაკავშირებული სხვა დაქირავებული მებრძოლებისა და კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას.

მანამდე ევროკავშირის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომლის სახელსაც უკავშირდება ზემოხსენებული „ვაგნერი“ და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში მოქმედი რამდენიმე კერძო სამხედრო კომპანია.

სანქცირებულ პირთა სიას დაემატა ალექსანდრ კუზნეცოვი, „ვაგნერის“ დაზვერვის ჯგუფის ხელმძღვანელი სირიაში, დმიტრი უტკინი, კერძო სამხედრო კომპანიის მეთაურსა და მის დამფუძნებელი და სხვები, სულ დაახლოებით 10 დაქირავებული მებრძოლი. სანქციები დაეკისრათ ასევე კიდევ სამ კომპანიას „მერკურის“, „ველადას“ და „ევრო პოლისს“, რომლებიც სირიის ხელისუფლებისათვის განკუთვნილი ენერგეტიკული კონტრაქტების შესახებ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics