03:03 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 16:58:54, 543 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება მესამედ შეუზღუდეს

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, უკვე მესამედ შეუზღუდეს.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას ეშინია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, რომელიმე ტელევიზიასთან სატელეფონო კავშირის დამყარების საფუძველზე, პირდაპირ არ მიმართოს, არ ესაუბროს ქართველ ხალხს.

„სასამართლო პროცესზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების პანიკური შიში გრძელდება. უკვე, სამ გზის შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება და ეს რატომ ხდება, რომ მათ ეშინიათ, აქვთ ძრწოლა, რომ რომელიმე თქვენგანის ეთერში არ დარეკოს მიხეილ სააკაშვილმა და პირდაპირ არ ისაუბროს ქართველ ხალხთან, მაყურებელთან, თქვენ მსმენელებთან და ა.შ. ამას ის საფუძველი რაც დაუდეს იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება, რის გამოც არ უნდა ჰქონდეს სატელეფონო ზარების უფლებაო. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს. ყალბი ინფორმაციის საფუძველზე უზღუდავენ მას უფლებებს“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics