|
2021-12-08 15:52:41, 587 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - მისაღებია ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია, რომელიც მოიცავს: შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის ეპოქებს
მისაღებია ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია 2000-დან 2021 წლამდე. - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ამნისტია "ქართულ ოცნების" პერიოდსაც მოიცავს. "მოლოდინი სალომე ზურაბიშვილის მიმართ ახლა არ უნდა გვქონდეს, მე საკითხს დავაყენებდი უფრო ფართოდ და მე ასე მესმის მიხეილ სააკაშვილის ინისციატივა საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით, შერიგება შეიძლება დამაბნეველი სიტყვა იყოს, ქვეყანას სჭირდება მომავლაზე შეთანხმება, იმისთვის რომ ერთსა და იმავე წრეზე არ ვიტრიალოთ და რომ პოლიტიკური შურისძიების გამო ჩვეულებრივი ადამიანები, ქვეყანა უკან არ მიდიოდეს, ქვეყნის რეპუტაცია არ ფუჭდებოდეს. მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური მოლაპარაკებები, აუცილებელია ფართო ამნისტია, რომელიც მოიცავს 2000 წლიდან 2021- წელს მოიცავს და მოიცავს ამ ქვეყნის სამ დიდ ეპოქას: შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის ეპოქებს. მე მეკითხებიან ხოლმე რა აიძულებს ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნებას პრაგმატიზმი უნდა აიძულებდეს იმიტომ, რომ ამნისტია მათაც ეხებათ, მათ პერიოდსაც ეხება. ეს ამნისტია მოგვცემს შესაძლებლობას იმაზე კი არაა, რომ დავა დამთავრდება. ვიღაცისთვის სისხლიანი იქნება 9 წელი ვიღაცისთვის ოქროს ხანა იქნება, ვიღაცისთვის ეს 10 წელი იქმება ჯოჯოხეთის და რუსეთთან ჩახუტების, ოცნების მომხრებისთვის კი საპირისპირო. ამაზე კამათი დაუსრულებლად იქნება. მონანიება არ არის სწორი სიტყვა ვოლსკი, რომ გეუბნება მოინანიეო, ეს ჩვეულებრივი ინკვიზიციაა, იმიტომ რომ საკუთარ თვალში ვერ ხედავენ დირეს და სხვის თვალში ხედავენ ბეწვს." - განაცხადა გიგი უგულავამ
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)