|
2021-12-07 20:07:21, 651 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად წარმოჩენილი უნდა იყოს
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედია. მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში. მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ ახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი სრულად გამჭირვალეა და ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი მაკეტები. „კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში. ასევე, საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭირვალე, ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ. გრიფირების პროცესში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მინდა, ავღნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრის დროს.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)