01:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 14:23:07, 857 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი წულუკიანს - გაოგნებული ვარ, ერთხელაც არ ახსენეთ გელათი, მავლებლობისთვის ვინმე დაისაჯა?

გაოგნებული ვარ, ამხელა მოხსენების დროს, ერთხელაც არ ახსენეთ გელათი,  ვითომ იქ ყველაფერი კარგად არის და ის უბედურება არ მომხდარიყოს, რაც მოხდა, როდესაც უზარმაზარი ფული დაიხარჯა, მათ შორის მსოფლიო ბანკის, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ალეკო ელისაშვილმა მიმართა წულუკიან კითხვით, დაისაჯა თუ არა ვინმე იმ მავნებლობისთვის, რაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩაიდინეს.

„თქვენ როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, განხილვაც მოაწყვეთ, მაგრამ შედეგი რა გვაქვს? როგორც ვიცით, გამოძიება მიმდინარეობს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, იმ ენით აუწერელი მავნებლობისთვის, რაც გელათში ჩაიდინეს, ვინმე დაისაჯა? რამდენადაც ვიცი, „იუნესკოს“ რეკომენდაციაა, რომ 1-ელ თებერვლამდე ყველაფერი უნდა მეტ-ნაკლებად აღდგეს. შესრულდა თუ არა ეს და რა ხდება ამ ეტაპზე გელათში, ისევ თუნუქით არის გადახურული გელათი და საფრთხის ქვეშ არის თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით და დავძლიეთ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics