00:08 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 13:32:23, 576 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - 3 საათით ადრე მომიყვანეს, სხდომა დაიწყო დაგვიანებით, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არა

სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით და თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე დათქმულ დროს გამოცხადდნენ, რათა პროცესი დროულად დაიწყოს. 

„სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით და თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო, მე ვარ უმაღლესი თანამდებობის პირი უკრაინაში, ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი და მე მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობა და ნამდვილად არ მაქვს ფუჭად ხარჯვის დრო, კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოფიქრების და კარგად დამწნილების.მომიყვანეთ ხომე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროულად, იმიტომ რომ, პატივისცემა ეს არის პირველ რიში საზოგადოების პატივისცემა, რომელიც ახლა გარეთ არის, ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა. არ მიღირს 4 საათი სადღაც დამაყუდონ, რაღაც სარდაფში, იმის გამო, რომ თქვენთვის ასეა კომფორტული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics