|
2021-11-30 13:09:06, 887 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა – სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხელისუფლებას არასდროს განუხორციელებია
სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ განუხორციელებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში გამტყუნდა და თუ განსხვავებული პოზიცია აქვს, შეუძლია გაასაჩივროს საერთაშორისო არბიტრაჟში. "შევეშვათ ამ ადამიანს, პატიმარია, იმან მიიღო იმ ბრალდებების საპასუხოდ, ჩვენს სასამართლოში სამივე ინსტანციაში გამტყუნდა, მას თუ განსხვავებული პოზიცია აქვს, რასაც გუშინ ზღაპრებს ყვებოდა, შეუძლია იჩივლოს და გაასაჩივროს საერთაშორისო არბიტრაჟში. სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ განუხორციელებია და ამის დასტურია, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ იყო დადანაშაულებული გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით, ასე რომ, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ?", – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)