|
2021-11-27 12:55:18, 913 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი – „ოცნება“ ახდენს არჩევნების გადაწერას საკრებულოებში, საკითხს წავიღებთ სასამართლოში
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი გუშინ, ბათუმსა და ზუგდიდის საკრებულოების მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების ფაქტს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ, მორიგ ჯერზე იხილა ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე. როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, აღნიშნულ პროცესს ოპოზიცია სასამართლოში გაასაჩივრებს. "მორიგ ჯერზე ვიხილეთ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე, "ქართლმა ოცნებამ" და ცესკო–მ საზოგადოებას ერთხელ უკვე მოპარეს არჩევნები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამჯერად კი ისინი ახდენენ არჩევნების შედეგების გადაწერას საკრებულოებში, იქ სადაც არ აქვთ უმრავლესობა, ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისათვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა. ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზვრული თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობითობისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოსი, განსაზღვროს შემდგომი 4 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენ ოპოზიციონერ საპარალამენტო კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელყოთ თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წელს მოწვეულმა საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნულ ფაქტს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებმა მათ საკრებულოს შენობა დაატოვებინეს.
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)