|
2021-11-26 13:37:33, 1035 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია ხელისუფლებაზე - დაიფშვნევიან, ჩამოინგრევიან, რაც მეტ სისულელეს გააკეთებენ, მით უარესი მათთვის
ბათუმის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დამტკიცდა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მივიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რაც უფრო ბევრ მსგავსს ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, მით უფრო მალე დასრულდება. „ეს ხელისუფლება ყველაფერთან არის მკვლელი, არ ვერიდები, მკვლელი რეჟიმი, რომელსაც მორალური საყრდენი უკვე დიდი ხანია გამოეცალა, პოლიტიკური საყრდენი აღარაფერი აქვს, გარდა ამ რეჟიმის მსახური ზონდერ-პოლიციელებისა, მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებზე დგანან და მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან და როდემდე იდგებიან, დაიფშვნევიან, ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი. სიმართლე გითხრათ, რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ, მით უარესი მათთვის, მით უფრო სწრაფად დასრულდებიან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)