|
2021-11-25 19:17:32, 1095 ნახვა
მსოფლიო
მერკელი პუტინს - ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირი დაჯდება
ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის უკრაინის ირგვლივ ან პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. - ამის შესახებ, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მერკელმა ევროკავშირს , მოუწოდა გამოიჩინოს ერთიანობა ბელორუსი-პოლონეთის საზღვარზე მიგრაციული კრიზისისა და უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების განლაგების თაობაზე. „ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირი დაჯდება“, - განაცხადა მერკელმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრობლემის გადაჭრის უპირატესი გამოსავალი სიტუაციის განმუხტვა უნდა იყოს. ნოემბრის ბოლოს, The New York Times-მა, CBS-მა და Bloomberg-მა აშშ-ს დაზვერვაზე მითითებით ისაუბრეს რუსეთის გეგმებზე უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში "შეჭრაის" თაობაზე.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)