19:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 17:24:08, 1330 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში საერთაშორისო მემოარიალის ლიკვიდაციის საქმეზე სასამართლოსთან აქცია იმართება

მოსკოვში უზენაესი სასამართლოს შენობასთან 300-მდე ადამიანი მივიდა, აქციის მონაწილეები "საერთაშორისო მემორიალის" ლიკვიდაციის მცდელობას აპროტესტებენ. უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა გენერალური პროკურატურის სარჩელზე „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ . ორგანიზაციის მხარდასაჭერად მისული პლაკატების გამშლელი აქციის მონაწილეები მაშინვე დააკავეს. გენერალურმა პროკურატურამ უფლებადამცველები „უცხოური აგენტების“ ეტიკეტირების მოთხოვნების „სისტემატურ“ დარღვევაში დაადანაშაულა. საერთაშორისო მემორიალის თანამშრომლები სარჩელს უწოდებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რუსეთში უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაციის განადგურების შესახებ, რომელიც, კერძოდ, დაკავებულია სტალინის რეპრესიების შესწავლით.

უზენაესმა სასამართლომ "საერთაშორისო მემორიალის" საწინააღმდეგო საქმის განხილვა 25 ნოემბერს უნდა დაიწყოს. "მემორიალის" თანამშრომლები ითხოვენ სხდომების გასაჯაროებას, რადგან "სხდომები საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი". 23 ნოემბრის სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ოფიციალურმა პირებმა ამის მიზეზად დაასახელეს COVID-19-თან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები.

ევროპის საბჭო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს ორგანიზაცია „მემორიალის“ ლიკვიდაცია და გადაუდებელი წესით გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ.

ამის შესახებ ლაპარაკია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარის, დუნია მიატოვიჩის განცხადებაში, რომელიც 17 ნოემბერს გამოქვეყნდა.

რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები, რომლებიც „საერთაშორისო მემორიალისა“ და უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ ლიკვიდაციისკენ არის მიმართული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო, ღრმა შეშფოთებას იწვევს ევროპის საბჭოში.

საერთაშორისო ისტორიული, საგანმანათლებლო, ადამიანის უფლებათა და საქველმოქმედო საზოგადოება მემორიალი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანა თავდაპირველად სსრკ-ში პოლიტიკური რეპრესიების კვლევა იყო. ახლა ის არის ათობით ორგანიზაციის საზოგადოება რუსეთში, გერმანიაში, ყაზახეთში, იტალიაში, ჩეხეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, რომლებიც აწარმოებენ კვლევებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საგანმანათლებლო სამუშაოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics