|
2021-11-24 18:26:06, 1394 ნახვა
ეკონომიკა
„ტოიოტა“ მომხმარებელს ახალი სერიის პირველ მოდელს – bZ4X-ს წარუდგენს
ტოიოტა მომხმარებელს ახალი სერიის პირველ მოდელს - ნულს მიღმა (bZ) აკუმულატორიან ელექტრო ავტომობილს (BEV) - bZ4X-ს წარუდგენს. bZ4X არის პირველი მოდელი, რომელიც ტოიოტამ სრულად ელექტრო ავტომობილის სახით შექმნა. ავტომობილი კომპანიის ახალ, BEV-ის სპეციალურ პლატფორმაზე აიწყობა. ახალი პლატფორმის გამოყენებას ტოიოტა bZ მოდელების მასშტაბური წარმოებისთვის გეგმავს. ახალ ელექტრომობილში აკუმულატორის ბლოკი, როგორც შასის შემადგენელი ნაწილი, ავტომობილის იატაკის ქვეშ არის ჩამონტაჟებული. სიმძიმის დაბალი ცენტრი, წონის ბალანსი და კორპუსის მაღალი სიმტკიცე ქმნის ფუნდამენტურ საფუძველს ავტომობილის უსაფრთხოების, მართვისა და მანევრირებისათვის.
bZ4X არის ფართო, კომფორტული ყველა წამყვანთვლიანი SUV, რომელიც უზრუნველყოფს კლასის ოფ-როუდ გამავლობას. ავტომობილის დახვეწილი და ძლიერი ექსტერიერის დიზაინი სრულად ასახავს მის ხარისხსა და სტატუსს. ავტომობილის თვლების განლაგების ახალი სისტემა ქმნის ხუთადგილიანი სალონის კომფორტულ წყობას და დიდ ტვირთამწეობას. bZ4X-ის კვების წყაროს შესაქმნელად, ტოიოტამ ელექტროფიცირებული ავტომობილის აკუმულატორების ტექნოლოგიის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება გამოიყენა და ლითიუმ-იონის ბლოკისთვის მსოფლიოში წამყვანი ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა შექმნა. ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი აკუმულატორი, 10 წლიანი მართვის პირობებშიც კი სავარაუდოდ თავისი ორიგინალი მახასიათებლების 90%-ით იმუშავებს. სრულად დამუხტული აკუმულატორით შესაძლებელი იქნება 450 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა. bZ4X აღჭურვილი იქნება მოწინავე ტექნოლოგიური ფუნქციებით, მათ შორის მზის პანელის ჭერით, რომლითაც მართვისა და გაჩერების დროს, აკუმულატორების დამუხტვა მოხდება. ავტომობილი მესამე თაობის Toyota Safety Sense-ის ახალი და გაუმჯობესებული აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების სისტემებით იქნება აღჭურვილი. bZ4X-ის ევროპული პრემიერა 2 დეკემბერს შედგება. ტოიოტას უახლესი მოდელის ნახვას ქართველი მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ და „ტიოტა ცენტრი ბათუმის“ შოურუმებში სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეძლებს.
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)