13:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 13:42:14, 4202 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანმო – თუ ევროპაში მიმდინარე ტენდენციები შენარჩუნდება, მარტისთვის კოვიდ19–ით დაღუპულთა რიცხვი 2 მლნ–ს გადააჭარბებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ბიუროში აცხადებენ, რომ მიმდინარე ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2022 წლის მარტში 2 მილიონს გადააჭარბებს.

"ჩვენ შეგვიძილია თავიდან ავიცილოთ ამ საშინელი ეტაპის მიღწევა, თუ ახლავე ვიმოქმედებთ", – აცხადებენ ჯანმო–ს ექსპერტები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი, ჰანს კლუგე აცხადებს, რომ წინ რთული ზამთარი გველის, თუმცა იმედი არ უნდა დავკარგოთ. 

"ჩვენ წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ყველა ჩვენგანს – მთავრობას, ჯანდაცვის ორგანიზაციას, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასამყარებლად", – წერს სოციალურ ქსელში ევროპის ოფისის დირექტორი, ჰანს კლუგე. 

Euronews-ი წერს, რომ კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას სამი ფაქტორი უწყობს ხელს, პირველ რიგში, ევროპაში დომინირებს უაღრესად გადამდები დელტა შტამი, მეორე, რიგ ქვეყნებში შემსუბუქებულია შეზღუდვები და მესამეც, ბევრ ევროპელს ჯერ არ გაუკეთებია აცრა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აცრების გააქტიურებისკენ მოუწოდებს, ამასთანავე, საზოგადოებას ურჩევს, არ დაივიწყონ პრინციპული ზომები: ატარონ ნიღაბი, დაიბანონ ხელები და დაიცვან სოციალური დისტანცია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics