|
2021-11-24 09:42:06, 743 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ გალერი – მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, ვითარებაზე პასუხისმგებელი ორივე მხარეა
ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, ვითარებაზე პასუხისმგებელი ორივე მხარე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ სტრასბურგში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გალერი აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის თემასაც. „ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. შევიტყვე, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და მკურნალობს, რასაც მივესალმები. ჩვენ მისთვის არასდროს შეგვითავაზებია შიმშილობის დაწყება, თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია რა თქმა უნდა, გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ საქართველოში დაინტერესებულ მხარეებს, გამონახონ საერთო ენა. ერთი საკითხია საკონსტიტუციო რეფორმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მეორე საკითხია მოსამართლეთა შერჩევა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოწუვოდოთ ყველა ჩაერთოს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში. ევროკავშირთან ასოცირების და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება არის ფართო დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს, რა თქმა უნდა, გვინახავს შეფერხებები. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის უზარმაზარი მცდელობა, დახმარებოდა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში. ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომ ორივე მხარეა ვითარებაზე პასუხისმგებელი,“- განაცხადა მაიკლ გალერიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)