|
2021-11-23 15:25:14, 843 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისარი - მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები ომბუდსმენის წინააღმდეგ
მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ. - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა. ამასთან, მიატოვიჩი სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გაწეულ ძალისხმევას მიესალმება.
"მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ მისი და მისი აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის შიმშილობას ეხება. მივესალმები სახალხო დამცველისა და მისი აპარატის გაწეულ ძალისხმევას, დაიცვან ყველა ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას აღასრულებს. ვენეციის პრინციპების თანახმად, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან ეფექტურად დაიცვან თავიანთი ომბუდსმენის ინსტიტუტები ნებისმიერი საფრთხისა და ქმედებებისგან, რომელიც მიზნად ისახავს ან გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას მათ ეფექტურ ფუნქციონირებაში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველმა, მისმა ოფისმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა შეძლონ იმუშაონ ისეთ კლიმატში, რომელიც მათთვის ხელსაყრელია, რათა გამოიყენონ თავიანთი მანდატი დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ, მინისტრთა კომიტეტის (2021) კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)