|
2021-11-22 22:36:52, 986 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - გვაქვს საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში
გვაქვს საფუძველი რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში", — ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იმედის ეთერში განაცხადა. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის სასამართლოში არ მიყვანის მიზეზი უსაფრთხოება და რისკი იყო იმის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდებოდა. მინისტრი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი რეალურად განიხილებოდა, რადგან სააკაშვილმა გონება დაკარგა. "ვინაიდან ის იყო მოშიმშილე პატიმარი და ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ის ვერ იყო გადაყვანილი სასამართლო დარბაზში. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას გაუკეთდა შეთავაზება, რომ სასამართლო პროცესი წარმართულიყო დისტანციურ რეჟიმში და დაცვის მხარის სურვილი არ იყო გამოხატული ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, მეორე მხარე ვერაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სასამართლო პროცესზე ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი წარმოდგენილი დისტანციური ფორმით", — განაცხადა მან, ბრეგაძემ. ბრეგაძემ მომავალში გასამართ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი იქნება მოხსნილი, ის სასამართლო პროცესებზე ფიზიკურად წარსდგება. "დიახ, როგორც მოგახსენეთ აქ იყო ორი მთვარი ფაქტორი, უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჯამრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მთავარი ამოსავალი პრინციპი და ეს არის საფუძველთა საფუძველი, ვგულისხმობ სხვა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აქ ჩვენ თეორიული რისკის არსეობასაც ვერ დავუშვებდით. შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული, როგორც უკვე მოგახსენებთ, სპეციალური პენიტენციალური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში". - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კონსილიუმის წვერი ექიმი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძის ინფორმაციით, სააკაშვილის მკურნალობის შედეგი ორშაბათს იქნება ცნობილი ხოლო მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)