|
2021-11-19 23:18:04, 1088 ნახვა
პოლიტიკა
23 ევროპარლამენტარი სააკაშვილისადმი არაჰუმანურ მოპყრობაში ჩართულთა სანქცირებას მოითხოვს
23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ღია წერილით მიმართავს. წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელს და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს დაეგზავნა. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები გამოვხატავთ უდიდეს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ასევე მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების მიერ არასათანადოდ მოპყრობის შესახებ,“- აცხადებენ ევროპარლამენტარები. წერილში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და ექიმების კომიტეტმა დაადგინა, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი იმისთვის, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიოს. „მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში, მისი უფლებები და ღირსება დაცული უნდა იყოს. როგორც ამჟამად ჩანს, მას ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე უარს პოლიტიკური მიზეზის გამო ეუბნებიან. მეტიც, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას უარი უთხრა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს დასწრებოდა. ის ფაქტიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე, უაღრესად შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი,“- აღნიშნულია წერილში. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ის შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე შეწყვეტს. უკვე 50-ე დღეა, რაც სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)