19:15 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 16:41:10, 797 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტულად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო

ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითადად ასპექტს, პირველი, ეს არის სამედიცინო მხარე და მეორე, უსაფრთხოება, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელისუფლების შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილისთვის, გადაიყვანონ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

კობახიძის თქმით, ხელისუფლების ამოსავალი წერტილი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო.

„ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითადად ასპექტს, პირველი, ეს არის სამედიცინო მხარე და მეორე, უსაფრთხოება, რომელიც ჩვენთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. გორის ჰოსპიტალი არის ის ჰოსპიტალი, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან.

შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტულად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, რა არის დასაცავი. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ის რეალურად ორ კვირაზე მეტია შიმშილობს“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics