|
2021-11-19 14:52:14, 1035 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - მწვავე საპროტესტო აქციას ვაპირებდით, მაგრამ ახლა დაველოდოთ სააკაშვილის პოზიციას
დღეს კონკრეტული გეგმით ვიყავი წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის. გეგმა იქნებოდა უმწვავესი ფორმით , მაგრამ არა ძალდობრივი, - ამის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, საპროტესტო აქციებმა შედეგი გამოიღო და ხელისუფლება აიძულა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიეღო. მისი თქმით, ექსპრეზიდენტთან შესული არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის პოზიციას გაეცნობიან და გაასაჯაროვებენ. "მე აქ დღეს არ დაგიმალავთ და კონკრეტული გეგმით ვარ წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის. გეგმა რომელიც იქნებოდა უმწვავესი ფორმით მაგრამ არა ძალდობრივი, მაგრამ იცით გზაში დაგვაწიეს ცნობა, იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. რა თქმა უნდა ამ ადამიანებს მისი გადაყვანა გორის ჰოწპიტალში რომ ნდომოდათ, გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, მაგრამ თქვენმა არაძალდობრივმა ბრძოლამ გამოწვია რომ, საერთაშორისო განცხადებას. დიახაც, რომ არა ეს ძალადობრივი ბრძოლა მერწმუნეთ არცერთი განცხადება დღეს არ გაკეთდებოდა, ეს არის რაც უნდაოდა დ"ქართულ ოცნებას" და პროცესები ძალადობრივად წარმართულიყო და როცა საერთაშორისოდ თავი მოეჭრა და ოლიგარქს არაფერი დარჩა, ეძებდნენ საბაბს როგორ გამოეყენებინათ ძალა და უმძიმეს პირობებს ემყოფინებინათ მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ მადლობა რომ თქვენ არ აყევით მათ და რუსული ოცნება მორიგ ჯერზე არ ავუხდინეთ და სისხლი არ დავაღვრევინეთ. ერთადერთი რამ უნდოდათ, რადგან სხვაგვარად არიან მოშიშვლებულები. მადლობა რომ ეს მნიშვნელოვანი დღეები სწორად გავიარეთ და არ მივეცით ამ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ მოგონილი საქმეებით სისხლი დაეღვარათ და ჩაეხშოთ ჩვენი ხმა. ეს ყველაფერი სამჯერ ავიცილეთ.შედეგად დღეს ვაიძულეთ რეჟიმი რომ გაეკეთებინა ის განცხადება, რომელიც გააკეთა და ისიც იცოდნენ, რომ ალბათ რას ვაპირებდით დღეს. ისეთი მწვავე საპროტესტო აქცია იქნებოდა, რომლეიც ქვეყანას 33 წელი არ უნახავს. ის, რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებდით, არ ნახავს ამ ქვეყანას, მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ახლა ჩვენი მეგობრები შესულები არიან სააკაშვილთან და უნდა დაველოდოთ მის პასუხს. "- ამბობს მელია. შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)