|
2021-11-17 20:45:56, 718 ნახვა
პოლიტიკა
ნევროლოგი სააკაშვილზე - ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა, ჩემი აზრით,პაციენტის საფრთხეშია
ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა, ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ზოგჯერ ისევ კრიტიკულ ზღვაზე გადადის, ცდილობენ კორექტირებას, მაგრამ ეს ძალიან რთული თემაა და მე ვფიქრობ, შეუძლებელია არსებულ გარემოში ამის გაკეთება - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმ -ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა. როგორც ექიმი განმარტავს, მულტიფუნქციური ჯგუფი საკმარისი არაა ასეთი მძიმე პაციენტის სამართავად, რადგან ეს ხშირად მრავალფუნქციურ კლინიკებსაც უჭირთ. "ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა, ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ზოგჯერ ისევ კრიტიკულ ზღვაზე გადადის, ცდილობენ კორექტირებას, მაგრამ ეს ძალიან რთული თემაა და მე ვფიქრობ, შეუძლებელია არსებულ გარემოში ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაცები გამოსწორებულია თითქოს იქ და ჩატარებულია ღონისძიებები, რომ გაუმჯობესდეს იქ მომსახურება. მაგრამ, ჩემი აზრით, იქ მულტიპროფილური გუნდი საკმარისად არ არის. ასეთი რთული პაციენტის მართვა კარგად შეთამაშებულ და კარგად განვითარებულ კლინიკებსაც უჭირთ, ეს არ არის ადვილი. ნამდვილად რთულია. ამიტომ გვერთულება ჩვენ და ამიტომ გვინდა ადამიანს, პაციენტს, როგორც ექიმები, სწორად მოვემსახუროთ და შევეცადოთ, რომ მისთვის უკეთეს გარემოში იქნას გადაყვანილი" - განაცხადა თენგიზ წულაძემ. მისივე განმართებით, მან შეისწავლა ანალიზები და დაასკვნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯნმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად საფრთხეშია, „პაციენტის სიცოცხლე, ჩემი აზრით, საფრთხეშია. შიმშილობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა შიმშილობა, როგორც წესი, ყველა ადამიანი შიმშილობას რომ დაიწყებს, ის მაღალი რისკის მატარებელია და ეს სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ უნდა იყოს ის კარგად აღჭურვილ კლინიკაში, სადაც მულტიპროფილური გუნდი სწორად მუშაობს, დროულად და ადეკვატურად იღებს გადაწყვეტილებებს". - ამბობს ნევროლოგი თენგიზ წულაძე. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა 16 ნოემბერს ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მულტიფუნქციური ექიმებისაგან შედგება, მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში 16 ნოემბერს მოინახულეს.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)