09:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 17:23:36, 557 ნახვა

საზოგადოება
კასპის პროფესიულ სასწავლებელში დღეს პირველი სასწავლო წელი დაიწყო

კასპის პროფესიულ სასწავლებელში დღეს პირველი სასწავლო წელი დაიწყო.-ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით,  კასპის კოლეჯი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიული სასწავლო დაწესებულებაა, რომელმაც ახალი სტანდარტებით გაიარა ავტორიზაცია.

თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სრულად აღჭურვილი აუდიტორიები და ახლად გახსნილი სახელოსნოები 200-მდე სტუდენტს მისცემს საშუალებას შეისწავლოს მისთვის სასურველი სპეციალობა.

„კოლეჯში ამჟამად 8 სპეცილობა შეისწავლება: ელექტროობა, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, ვიზაჟის მომსახურება, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, იატაკისა და ფილის სამუშაოები, სამღებრო სამუშაოების შესრულება, სამკერვალო წარმოება, რეგიონული ტურისტული მეგზური. ყველა პროგრამაზე სწავლა უფასოა.

2022 წლის სასწავლო წლისთვის კასპის პროფესიულ კოლეჯში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის, მებოსტნეობის დამატება იგეგმება. ამისათვის, USAID/Zrda-ის დაფინანსებით კოლეჯში წინასწარ მოეწყო სასათბურე მეურნეობა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს კასპის პროფესიულ სასწავლებელს.“- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics