17:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 12:58:39, 1151 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა უკრაინას 80 000 კილოგრამამდე საბრძოლო მასალა გადასცა

14 ნოემბერს უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახამარების სახით დაახლოებით 80 000 კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს თავისუფალი უკრაინის წარმატებას.

"დღეს უკრაინამ მიიღო 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ეს არის მეოთხე დახმარება აშშ-დან, 60$ მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა აგვისტოში უკრაინისთვის გამოყო. ამით ბაიდენმა დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის წარმატებას. 2014 წლის შემდეგ აშშ -მა უკრაინას 2.5$ მილიარდის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა" , - წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის საზღვრებთან  დაახლოებით 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics