17:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-13 11:12:40, 1483 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრია, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ხელახალ „ლოქდაუნს“ განიხილავს

Reuters-ი წერს, რომ ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრია, რის გამოც, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა იძულებულია ხელახალი „ლოქდაუნი“ დააწესოს.  

სააგენტო წერს, რომ მსოფლიო მასშტაბით, 7 დღიანი ინფიცირების ნახევარზე მეტი და სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი ევროპაზე მოდის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, გასული წლის აპრილიდან, როდესაც ვირუსი გავრცელებას იწყებდა.

მთავრობები და კომპანიები შიშობენ, რომ გახანგრძლივებული პანდემია ხელს შეუშლის ეკონომიკის სწრაფად აღდგენას. ქვეყნები, მათ შორის, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი აპირებენ ზომების გამკაცრებას, რათა ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი შეჩერდეს.

ნიდერლანდემის პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. „ვირუსი ყველგან არის და საჭიროა ბრძოლა“, – თქვა რუტემ პარასკევს საღამოს, მიმართვაში.

გერმანიაში დღეიდან კორონავირუსზე ტესტის ჩატარება კვლავ უფასო ხდება, ავსტრიაში კი, ხელისუფლება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნის“ დაწესებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, პირები, რომლებსაც კოვიდ19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ გაკეთბული, გადაადგილებას ვერ შეძლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics