|
2021-11-11 17:21:35, 736 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ ვიდეოკადრები ადასტურებს სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება. როგორც უკრაინის ომბუდსმენი აღნიშნავს, ვიდეოჩანაწერი ადასტურებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, შეურაცხყოფას, რაც ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე–3 მუხლის უხეში დარღვევაა. მისივე თქმით, საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე–7 მუხლი და გაერთოს კონვენციის პირველი მუხლები, სადაც წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანურ მოქცევაზე და ღირსების დამცირებაზეა საუბარი. უკრაინის ომბუდსმენი მოუწოდებს გაერთოს წამების კომიტეტს და წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს, მოახდინოს რეაგირება უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილზე განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ამასთანავე, ომბუდსმენი მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომ საფუძვლიანად გამოიძისო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოება და წარმებისგან დაცვის გარემოებები. უკრაინის ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო დახმარების სტანდარტებს ექიმთა კონსილიუმისა და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)