|
2021-11-11 15:44:58, 800 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: არსებობს კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ რეანიმობილი გაჩერებულია უშუალოდ №18 დაწესებულებასთან
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროა კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ რეანიმობილი გაჩერებულია უშუალოდ №18 დაწესებულებასთან და არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც ამბობდა ერთ-ერთი ადვოკატი. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანა მოხდა უშუალოდ №18 დაწესებულების კართან და იქ მას ვერავინ დაინახავდა. შესაბამისად, სააკაშვილი პატიმართა კორპუსთან არავის გაუტარებია. რატი ბრეგაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ თავად სააკაშვილი არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და გაუწია მათ წინააღმდეგობა: „ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში ვამხელთ და ნათლად გამოჩნდება, თუ სად გაჩერდა რეანიმობილი, რომლითაც გადავიყვანეთ პატიმარი სააკაშვილი №18 დაწესებულებაში და ნათლად დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის გაჩერებული პირდაპირ დაწესებულების კარებთან, სადაც მათ საერთოდ ვერავინ დაინახავდა. მსგავსი ტიპის წვრილმან სიცრუეზე არის აგებული მთელი კამპანია. ეს, რაც შეეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც თითქოსდა ჩვენ ვახორციელებთ ამ პატიმრის მიმართ. სწორედ ჩვენ ვიყავით, ხაზგასმით ვამბობ, ის ხალხი, რომელიც ზრუნავდა პატიმრის ჯანმრთელობაზე, ზრუნავს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც იზრუნებს. ჩვენი ინტერესი არის ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა. აქვე ვიტყვი ერთსაც – თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანიმობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, შემოსახლებიდან დღემდე ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჰყავდა 179 ვიზიტორი, ის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეს იმყოფება ექიმების მხრიდან. შემოსახლებიდან ზუსტად ორ დღეში არასამუშაო საათებში დაუმზადდა საბანკო ბარათი. მას აქვს ტელევიზორი, და როდესაც ამოეწურა თანხა და უნდოდა მაცივარი, ადმინისტრაციამ, კეთილი ნების საფუძველზე, მისი ეს თხოვნაც შეასრულა. ასევე, მუდმივ რეჯიმში, 24 საათის განმავლობაში, მასთან მორიგეობდა რეანიმობილი. იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე. შეიქმნა კონსილიუმი, რათა პენიტენციურის პერსონალთან ერთად გაეწიათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელთაც უწყება მაქსიმალურად ითვალისწინებდა ყოველ ჯერზე. ასევე, შეიქმნა ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლაც უპრეცედენტო არის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით".
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)