|
2021-11-11 13:02:21, 830 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია – სამედიცინო ჩარევას იმ შემთხვევაში მივიღებ, როცა სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში შიმშილობს, აცხადებს, რომ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღბს, თუ ეს სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. ხოშტარია აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა რამდენიმე მაჩვენებელი სამედიცინო ჩარევას ითხოვს. "ჩემი ჯანმრთლობის მდგომარეობა ნორმალურია. როგორც ვთქვი, მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. რამდენიმე მაჩვენებელი, თირკმლის და ნერვოლოგიური, მოითხოვს ამ ჩარევას, არ მინდა რომ ვინმემ ინერვიულოს და დაპანიკდეს. ეს ის არ არის, რომ მე ახლა ვკვდები და ა.შ. არ გვინდა ზედმეტი მღელვარება. უბრალოდ, თუ ახლა თირკმელზე და ნერვოლიგიურზე სამედიცინო ჩარევას არ მივიღებ, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს. ამიტომ, ერთ გადასხმას დავთანხმდი. ერთმა გადასხმამ ეს პარამეტრები არ გააუმჯობესა. ის ისევ კრიტიკულ, დაბალ ზღვარზეა. დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, დანამატებს. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არამედ იმისთვის, რომ მდგომარეობა კრიტიკულად არ დამძიმდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)