13:26 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 16:51:04, 729 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს - სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს ლახავს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტს სალოემ ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა- ამის შესახებ ინფორმაციას  "Polske Radio" ავრცელებს.

მათი ცნობით, პრეზიდენტმა დუდამ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს უთხრა,რომ სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს ლახავს.

"პატივს ვცემ საქართველოს სასამართლო სისტემას, მაგრამ, სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს ლახავს, პოლონეთს ახსოვს სააკაშვილი, როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარი, რომელმაც კაჩინსკის საქმის მშვიდობიანი გადაწყვეტა ითხოვა" - განაცხადა ანჯეი დუდამ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა. ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics