13:19 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 13:18:10, 607 ნახვა

საზოგადოება
გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლის ხის გამოსახულებიანი საფოსტო მარკა „ევროპა 2021” მიმოქცევაში შევიდა

კრწანისის ტყეპარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“- ის  პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

უწყების ცნობით, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.

„კრწანისის ტყეპარკში მოეწყო გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის, საკმლის ხის კორომი, რომელიც წვლილს შეიტანს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში და ვიზიტორებისთვის  ტყეპარს  კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ახალი საფოსტო მარკა „ევროპა 2021”, რომელზეც გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და  ბექობის არწივია გამოსახული, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან შევიდა მიმოქცევაში. საფოსტო მარკის აღნიშნული ვიზუალით დამზადება მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს ფლორისა და ფაუნის, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი სახეობების, გაცნობას.

საფოსტო მარკის პრეზენტაციას ორგანიზება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებამ, „საქართველოს ფოსტამ“ გაუწია. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს „Post Europe“- ის  წარმომადგენელი მაირე ლოდი ეწვია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics