17:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 17:27:44, 1235 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთმა,ბელარუსის საზღვართან მიგრანტებისგან თავის დასაცავად 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა

პოლონეთი აძლიერებს უსაფრთხოებას ბელორუსის საზღვარზე და აცხადებს, რომ მიგრანტების დიდი ჯგუფი ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას კუჟნიცაში. - ამის შესახებ „euroews”- ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი მორიგეობდა ბელორუსის საზღვარზე და რომ ისინი მზად არიან  მისი დასაცავად.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ "საზღვრის მკაცრი  დაცვა" ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია.

„რამდენიმე დღეა ვაკვირდებით სიტუაციას კუზნიცაში და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, ჩვენ გავზარდეთ მესაზღვრეების, პოლიციელების და ჯარისკაცების რაოდენობა“, - განაცხადა კამინსკიმ

უფლებადამცველი ჯგუფები აკრიტიკებენ ევროკავშირის ქვეყნებს, ბელორუსის საზღვარზე გამკაცრებული წესების გამო. მათი განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები მიგრანტების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ სთხოვა ბელორუსიასა და პოლონეთს, დაიცვან სამართლებრივი ვალდებულებები და მისცენ თავშესაფრები მიგრანტებს.

ცოტა ხნის წინ ქვეყნის სენატმა დაამტკიცა ბელორუსის საზღვარზე კედლის აშენების გეგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics