09:00 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 21:32:39, 738 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი - გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი უფრო განვითარდეს

გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს უფრო განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამაში კი ევროკავშირი დაგვეხმარება, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება ახალი სვლა-გეზების შექმნა, რადგან არსებული მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დამატებითი ავტობუსების შეძენა. უფრო სწორად მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა. ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩვენ მოწონებული გვაქვს საპროექტო იდეა სატრანსპორტო ტაბლოების შეძენასთან და ამავდროულად ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენაზე. ასევე ვიგეგმებით, რომ 2022 წლისთვის შევქმნათ ახალი სვლა-გეზები. რადგანაც ახლანდელი სვლა-გეზები მოძველებულია და ვერ პასუხობს მოთხოვნებს. ამდენად ახალი სვლა-გეზებიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ საჭირო იქნება მცირე ზომის ავტობუსები, დიდი ავტობუსები თუ მიკროავტობუსები. რადგან ქალაქის რელიეფიდან გამომდინარე ზოგან მცირე ზომის ავტობუსებიც ვერ ახერხებენ მისვლას. ამიტომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ახალი სვლა გეზების შემუშავების შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს უფრო განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამაში კი ევროკავშირი დაგვეხმარება", - განაცხადა ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics