|
2021-11-02 10:56:18, 970 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: ავიაციაში მუდმივი ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი საქმიანობის კრიტიკულ ელემენტს წარმოადგენს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 200 ზე მეტმა თანამშრომელმა სპეციალიზირებული ტრენინგები გაიარა. პროექტი 2020 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე სწავლების ძირითადი ნაწილი აეროპორტის თანამშრომლებმა ონლაინ რეჟიმში გაიარეს და 2021 წელს დასრულდა. ტრენინგები სახმელეთო მომსახურებას და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს მოიცავდა. სერტიფიკატები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტის 9 სამსახურის უფროსს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდიმ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ გადასცეს. თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაციაში მუდმივი ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება საქმიანობის კრიტიკულ ელემენტს წარმოადგენს. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფარგლებში ჩვენი თანამშრომლები დატრენინგდნენ. ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც თითოეულ მგზავრს ყოველდღიურად ემსახურება, ეს ეხება ძირითადად სახმელეთო მომსახურებას, რაც აეროპორტის მთავარი სერვისია. პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ და საერთაშორისო დონის სერტიფიკატები მიიღეს აეროპორტის 200 ზე მეტმა თანამშრომელმა. ჩვენ ვართ მზარდი კომპანია, პანდემიის მიუხედავად, იზრდება აეროპორტების მგზავრთნაკადიც, შესაბამისად იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და პერსონალს მუდმივი ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდება,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია შექმნას კონკურენტუნარიანი ეკოსისტემა საქართველოს თითოეულ რეგიონში, განავითაროს ადგილობრივი სერვისები და პროდუქტები მის პრიორიტეტულ სექტორებში მომავალი ინტერვენციებისთვის. ,,მოხარულები ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით უკრაინულმა კომპანია ინტერავიამ ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლების გადამზადების კუთხით გრძელვადიანი ტრენინგ კურსები ჩაატარა. ტრენინგი გაიარეს აეროპორტის სახმელეთო მომსახურების 200 ზე მეტმა თანამშრომელმა. მგზავრთა გადაყვანის სამსახურიდან დაწყებული, ბაქანზე მომსახურების სერვისით დასრულებული. თითოეულმა მათგანმა საერთაშორისო აკრედიტაციის ტრენინგი გაიარა და შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატები მიიღო. რათა შემდგომში უფრო გაძლიერებული უნარებით შეძლონ ამ ულამაზესი აეროპორტის ოპერირება-,“განაცხადა მარკ მაკკორდიმ. USAID-სა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობა, დაკავშირებულია იმერეთის რეგიონში დამატებით ინიციატივებთან, მათ შორის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში დასაქმებულის უნარების განვითრებასთან და ზოგადად, ტურიზმის განვითარებასთან, რაც ბაზარზე ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)