|
2021-11-01 21:10:50, 840 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდის 51-ე უბნის ბათილი ბიულეტენები დაიკარგა, სიმართლეს არ შეესაბამება
საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპერატიულად მოიკვლია ინფორმაცია და როგორც გაირკვა 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი დალუქული სახით ადგილზე იყო, თუმცაღა დოკუმენტაციის დახარისხების დროს არ გადაუტანიათ იმ სამუშაო მაგიდაზე, სადაც აღნიშნული უბნის მონაცემების გადათვლა მიმდინარეობდა.ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განაცხადებაშია ნათქვამი. ,,ზუგდიდში, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის შესაბამისად, 7 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს ითვლიან. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიკარგა 51-ე უბნის ბათილი ბიულეტენები და გაკეთდა კიდეც შეფასებები, რომ ასეთი ტენდენცია შესაძლოა სხვა უბნებზეც განმეორდეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპერატიულად მოიკვლია ინფორმაცია და როგორც გაირკვა 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი დალუქული სახით ადგილზე იყო, თუმცაღა დოკუმენტაციის დახარისხების დროს არ გადაუტანიათ იმ სამუშაო მაგიდაზე, სადაც აღნიშნული უბნის მონაცემების გადათვლა მიმდინარეობდა. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, დეტალურად გადაამოწმონ ინფორმაცია ხმის გადათვლის პროცედურებთან მიმართებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)