22:08 - 03 Aug, 2026
|
2021-10-31 09:53:44, 637 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - წალენჯიხაში მეორე ტური „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში 20-დან 19 ქალაქში "ქართული ოცნება" იმარჯვებს. წალენჯიხაში ყველა უბნის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მმართველი გუნდის კანდიდატს მოუგო. ეს ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს. გიორგი ხარჩილავამ 51.10% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ქართული ოცნების კანდიდატმა გოგა გულორდავამ - 48.90%. ამასთან, წალენჯიხის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგა. კერძოდ: ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 37.78% აქვს; ქართულ ოცნებას - 34.79%; გახარიას პარტიას - 18.96% ლელოს - 3.35%;
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)