02:56 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 20:39:10, 592 ნახვა

პოლიტიკა
როლანდ ბერიძე ქედის მერის უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა

 ქედის ახალარჩეული მერი როლანდ ბერიძე უფლებამოსილებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, როლანდ ბერიძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე ყოფილ მერს ლევან გორგილაძეს და თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. 24 საათის განმავლობაში ვიქნები ქედელების სამსახურში და ვიმუშავებ მათი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

"დაწყებული პროექტები დასრულდება და აუცილებლად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროგრამები. კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრები. მჯერა ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის- განაცხადა როლანდ ბერიძემ. დღესვე, მერმა სამუშაო შეხვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე როლანდ ბერიძემ თვითმმართველობის წევრებთან სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და განსახორციელებელ პროექტებზე გააკეთა აქცენტები." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics