20:05 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 10:39:40, 714 ნახვა

საზოგადოება
ფოთსა და სენაკში დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები აშენდა

ფოთსა და სენაკში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა.  - აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით.  პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა  და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა  მოინახულეს.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, 7  საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანსაც დევნილთა  განსახლება,  მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics