01:04 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 01:06:37, 910 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი საქართველოში არ შემოუშვეს

ენმ-ს წევრის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან, უკრაინაში გააბრუნეს. 

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი არის რუსლან ჩერნოლუცკი და ევგენი გრუშოვეცი არიან, ორივე  ადვოკატი 2017-18 წლებში უკრაინაში მესამე პრეზიდენტის ინტერესებს იცავდა. 

ადვოკატი ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი არ განუმარტავთ. 

ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გრუშოვეცმა თქვა, რომ რომ მან დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ამასთან, მესაზღვრეებს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზიც აუხსნა, თუმცა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს. 

"არგუმენტები არ წარმოუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი, წარმოედგინათ წერილობითი არგუმენტი, რატომ არ მიშვებდნენ. ტესტის პასუხი და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი მქონდა. მე ავუხსენი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი - ვუთხარი, სად ვიცხოვრებდი, რას გავაკეთებდი. აბსოლუტურად უარგუმენტოდ არ შემომიშვეს. ვუთხარი, ვისთან მოვდიოდი, მოგვიანებით დოკუმენტიც ვაჩვენე, ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიმუშავებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. მესაზღვრეებმა ჩემი პასპორტი ეკიპაჟის კაპიტანს მისცეს და ახლა პასპორტიც არ მაქვს". - თქვა მან. 

ადვოკატმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გაავრცელა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics