|
2021-10-17 18:33:10, 814 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - სააკაშვილის ჯანმრთელობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აშშ ვაშინგტონში და ჩვენი საელჩოც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით- საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. მისი თქმით, მართებული არ იქნება იმის თქმა, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუმცა ამომრჩეველს იმის საშუალება უნდა მიეცეს, რომ კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ სწორი არჩევანი. "მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაზეა ფოკუსირებული. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აშშ ვაშინგტონში და ჩვენი საელჩოც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადერბით ვაკვირეებით. ასევე ვფქირობ, მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურზე ვიყოთ ფოკუსირებული. პარტიების მხრიდან არჩევნებზე, ამომრჩეველთა ურთიერთბებეზე, პროგრამები, იდეების და პლატფომრების გაცნობაზე მოხდეს ყურადღების გადატანა. აუცილებელია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს ძალიან მშვიდი, რომ არჩვენბი ნორმალურ გარემოში ჩატარდეს. ამასთან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მხიეილ საკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვრიდები. არ ვარ დარწმუნებული რომ ოდესმე გავბედავ იმის თქმას, თუ რას ნიშნავს ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან მართებული არ იქნება იმის თქმა, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუმცა ვიტყვი, რომ ამომრჩეველს იმის საშუალება უნდა მიეცეს, რომ კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ სწორი არჩვანი."- განაცხადა კელი დეგნანმა.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)