|
2021-10-13 16:07:10, 706 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი კულება სააკაშვილზე - გადაწყვეტილებას როცა მივიღებთ, რა გზით გავაგრძელოთ სვლა, გაცნობებთ
უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც დაპატიმრების შემდეგ ციხეშია. როგორც „ Европейская правда“ იტყობინება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ ვამყარებთ მუდმივ კონტაქტს მიხეილ სააკაშვილთან, ადვოკატებს აქვთ მასთან მუდმივი კონტაქტი, ადვოკატებს აქვთ მასთან დაშვება, კონსულს აქვს მასთან დაუბრკოლებელი დაშვება. უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რა დროსაც ჩვენ გავარკვიეთ მისი და მისი ადვოკატების მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. მინისტრმა დაამატა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა სწავლობს საქმის სამართლებრივ მხარეს. "მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში. ამიტომ, როდესაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, თუ რა გზით გავაგრძელოთ სვლა, ეს კი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ ექსტრადირება, მაშინ ამის შესახებ გაცნობებთ“, – განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ახლა რუსთავის მე – 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც პოლიტიკოსი 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ მოათავსეს. მან შიმშლობა გამოაცხადა და მეცამეტე დღეა შიმშილობს.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)