16:59 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 10:20:13, 457 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტს ვენის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკისათვის.

,,ამ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, ეუთო-ში ქალი ელჩების ჯგუფთან. პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ხელი შეუწყოს ,,ქალი, მშვიდობა, უსაფრთხოების“ დღის წესრიგს საერთაშორისო მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეუთოს ფარგლებში. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენთვის ყველაზე მთავარ გამოწვევასთან - კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან. ბუნებრივია, ქალი ლიდერების ჩართულობა ამ ამოცანას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 12 ოქტომბერს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და პრესკონფერენცია პრესისათვის. ასევე, საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ავსტრიული კომპანიები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics