16:04 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 12:06:13, 629 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: თვითმმართველობის არჩევნები შედგა - შემაჯამებელ ოქმებში ე.წ დისბალანსით მანიპულირება მიუღებელია

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელ ოქმებში ე.წ დისბალანსი, მანიპულირების თემაა სხვადასხვა ჩართული მხარეებისთვის, რაც მისივე თქმით, მიუღებელია.

„2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც უნდა აღინიშნოს, რომ აღბეჭდავდა სპეციალური ვიდეოკამერები. ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები და მედია. ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით ყველა დაინტერესებული პირისთვის იყო ხელმისაწვდომი,

თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულირების თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს არა ერთი ბერკეტი არსებობს, თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია“, - განაცხადა იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics