|
2021-10-02 17:29:32, 433 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა- დავინახე მიშა, რომელიც შეყვარებულია საკუთარ ქვეყანაზე და მის უკეთეს მომავალზე ზრუნავს
"ის გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი საკუთარ ქვეყანის დახმარება იყო. მას გააზრებული ჰქონდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, რადგან ჩათვალა რომ ასეთი თავგანწირვა აუცილებელი იყო იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად უნდა მოვვიპოვოთ." - ასეთი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას პირველი კომენტარი სააკაშვილის საპატიმროს დატოვების შემდეგ. "დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართელ ხარხს. მე დღეს დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს. არც საკუთარ თავზე, არც თანადებობაზე, არც კომოფრტზე, არც პრივილეგიაზე- ხოლოდ და მხოლოდ თავის ქვეყანაზე. ვარ დარწმუნებულლი იმაში,რომ აუციებლად გავიმარჯვებთ. პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას და მინდა გითხრათ, რომ ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს." - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილს დაწყებულ შიმშილობაზეც ესაუბრა, თუმცა მისი გადარწმუნება ვერ შეძლო. "მე ძალიან ვეცადე, ჩემი აზრი მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი. იმისდა მოუხედავად, რომ აბოსულუტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და რომ ეს ბრალი მხოლოდ პოლიტიკური მოტივიითა წარდგენილი. მაგრამ მისი გადაწყვეტილებაა, რომ გააგრძელოს შიმშილი."- ამბობს ბოკუჩავა.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)