|
2021-10-02 10:44:28, 532 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ ნეგრეცკუ, ევროპარლამენტარი - ჩვენ აქ ვართ და ველით, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება
" ჩვენ აქ ვართ და ველით, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება. ამასთანავე, ჩვენ როგორც ევროპარლამენტის წევრები მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობას და დემოკრატიას" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიქტორ ნეგრეცკუმ ცესკოში მისვლისას განაცხადა. "ჩვენ აქ სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვართ, რომ მონიტორინგი გავუწიოთ, როგორ მიდის საარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გვექნება საუბარი, რომ გავიგოთ, როგორ არის პროცესი ორგანიზებული, მივიღოთ შეკითხვებზე პასუხი მიმდინარე საკითხებზე. ისევ და ისევ, ჩვენ აქ ვართ და ველით, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება. ამასთანავე, ჩვენ როგორც ევროპარლამენტის წევრები მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ღია, გამჭვირვალე არჩევნებს. მხარს ვუჭერთ საქართელოს ღია გზას ევროპისკენ და ეს არჩევნები იქნება მორიგი მტკიცებულება, რომ საქართველო წინ მიდის ამ მიმართულებით." - განაცხადა ვიქტორ ნეგრეცკუმ.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)