|
2021-09-27 15:19:44, 654 ნახვა
პოლიტიკა
გახარიამ ნარკოდანაშაულის ბრალდებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" პროკურატურას განცხადებით მიმართა. საუბარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ, გიორგი გახარიასთვის წაყენებულ ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე. ბუჩუკურის განცხადებით, დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ცრუ დასმენაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. "ბოლო პერიოდში, ჩვენ ვისმენთ განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის მხრიდან ბრალდებებს, ჩვენი გუნდის ლიდერისა და ჩვენი გუნდის მისამართით ნარკოტიკებთან დაკავშირებით, შესაბამისად, რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში და ვითხოვთ სწრაფ, ეფექტიან და გამჭირვალე გამოძიების ჩატარებას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს ირაკლი კობახიძე და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში ცრუ დასმენაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ", - აცხადებს ბუჩუკური.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)