|
2021-09-24 10:02:35, 738 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ გამოსვლაზე საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და დეოკუპაციის საკითხს. „რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე, იქნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის და ასევე იმ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისთვის, რა საფრთხეებიც იწვევს იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშეც ქვეყანა დგას. რა თქმა უნდა, ის შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, რა შესაძლებლობები არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და როგორ უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო ეს კონსოლიდაცია. ის შეეხება ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს. დეოკუპაციის სტრატეგია, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ გაიჟღერებს ამ გამოსვლაში." - განაცხადა ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)