06:51 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 19:39:47, 574 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის თქმით, გახარია თავისი საქმიანობით დაუკავშირდა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მჭიდრო შეხება აქვს „კოკაინთან“

„ხარი ხართან დააბი“ და ა.შ. ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს კონკრეტულად „კოკაინთან“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქით, გახარიას კოკაინის მოხმარებასთან პრობლემა გუნდიში ყოფნის დროს არ ჰქონია.

„არ თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი“ და ა.შ.როდესაც ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს კონკრეტულად „კოკაინთან“, არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ „კოკაინთან“, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა, კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. „ხარი ხართან დააბი“, არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. მათ შორის, ესეც ყოფილა მისი პრობლემა. როცა ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics