06:50 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-19 11:56:22, 629 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ძველი ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლებთან. დღეს ნახალოვკის მოსახლეობას შევხვდით. ვიმსჯელეთ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი საჭიროებები იქნა გაჟღერებული. შევთანხმდით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში,ყველა საკითხი იქნება განხილული და ეტაპობრივად იქნება გადაჭრილი", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. 

კანდიდატთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები მიხეილ ამაშუკელი და დავით ჭელიძეესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics