07:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 17:51:00, 757 ნახვა

ეკონომიკა
UN WTO ტვიტერზე საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებაზე წერს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN WTO) თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ციტატა, რომლის თანახმადაც, ღვინის ტურიზმს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი წილი უკავია.

მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე გლობალურ კონფერენციაში, რომელიც პორტუგალიაში ჩატარდა. მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა მაღალი რანგის მინისტერიალზე, რომლის დროსაც ისაუბრა  საქართველოს ღვინის წარმოების კულტურაზე, მის 8000-წლიან ისტორიაზე, ქართული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარებაზე, აგრეთვე იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აღნიშნული სექტორის მიმართ ახორციელებს.    

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, ჰქონდა შეხვედრები გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან, აგრეთვე თავის კოლეგებთან ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნების სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics