03:16 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 16:03:30, 599 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი- როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა, ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა მანდატი

უყურეთ, როგორი ცრუ პროპაგანდა აქვთ მოგონილი და როგორ მუშაობს მათი პროპაგანდისტული მანქანა; გამოაცხადეს რეფერენდუმი, წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია თვითონ ეს სიტყვა - როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა, ზოგს საერთოდ 1%-იც კი არ აქვს გადალახული, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე მობილიზება გაუკეთონ 20 თუ 25%-ს.

„თუნდაც მათი განცხადებები, რომ რეფერენდუმია და რაღაც სასწაული ხდება, ამ დროს არაფერი ხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ხალხი ირჩევს მუნიციპალიტეტის მერებს, რომელ რეფერენდუმზეა საერთოდ საუბარი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას" მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და მოგვცა მანდატი, ვმართოთ ქვეყანა 4 წლის განმავლობაში, ასე, რომ არავის მივცემთ უფლებას, მილიონი ამომრჩევლის არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ძალიან მშვიდად, მტკიცედ ჩავატარებთ არჩევნებს და მომდევნო 3 წელი ქვეყანაში არ იქნება არჩევნები. 2024 წელს ჩატარდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები. მანამდე, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს განვითარება. განვითარება, განვითარება და განვითარება - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საქმე და მიზანი ყველა რეგიონში, ყველა სოფელსა და მუნიციპალიტეტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics