02:23 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 21:21:01, 444 ნახვა

პოლიტიკა
ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძნობს.  კანდიდატი  უკვე მუნიციპალიტეტის 19 სოფლის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. დღეს ვასილ გველესიანი სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის მოსახლეობას ესტუმრა. -ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

 მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის სოფლების მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, რომლის აღმოფხვრის გზებზეც მომავალი 4 წლის განმავლობაში იზრუნებს.

 

 „წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე 19 სოფლის მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ.  დღეს სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიმყოფებოდი.

ბოლო წლების განმავლობაში კლდეეთსა და ტაბაკინში  სრულად მოგვარდა გაზიფიცირების პრობლემა.  ბეტონის საფარი დაიგო კლდეეთისა და ტაბაკინის დამაკავშირებელ გზაზე.  რაც შეეხება სოფელ კინოთს, აქ სრულადაა მოგვარებული წყლის პრობლემა, ხოლო  გაზიფიცირების პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.

 მე და ჩემი გუნდი ყველა სოფელში კონკრეტული სამოქმედო გეგმით მივდივართ, ვისმენთ მოსახლეობის პრობლემებსა და მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტის მთავარ  გამოწვევას წყალმომარაგება წარმოადგენს, რომელსაც ჩემი მერობის შემთხვევაში, მოსახლეობასთან ერთად  უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“-  განაცხადა ვასილ გველესიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics